მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ პოლიტიკის დოკუმენტი არ აქვს შემუშავებული, რაც ართულებს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2019 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშში.
ნინო ლომჯარიას ანგარიშის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ადამიანის უფლებების საბაზისო ცოდნის მოთხოვნის თაობაზე 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
„რეკომენდაციები, რომელთა ადრესატებიც კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა და ისიც, ნაწილობრივ 2018 წელს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის ძირითად უფლებებში პედაგოგთათვის განკუთვნილი ონლაინ-ტრენინგ კურსის მოდულები შეიმუშავა და ცენტრს მიაწოდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2016-2019 წლების სტრატეგიის ანალიზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებისა და მათი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ ცოდნის მიწოდება სტრატეგიული პრიორიტეტია.
„2019 წელს, ცენტრის აქტივობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლის 453 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი - „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ თაობაზე, ხოლო აქტივობათა დანარჩენი ნაწილი ძირითადად ვორქშოფების სახით იყო წარმოდგენილი, რომელშიც ჯამურად მხოლოდ 170 პედაგოგი მონაწილეობდა“,- აღნიშნულია ომბუდმესნის 2019 წლის ანგარიშში.
გთავაზობთ, სახალხო დამცველის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისთვის მიცემული რეკომენდაცებს: