განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - უწყებამ საქმისწარმოების განსხვავებული წესი დაამტკიცა
02-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქმისწარმოების განსხვავებული წესი დაამტკიცა. 

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.

წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის N325150 ბრძანებას. კერძოდ:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

გ) მოთხოვნას;

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გარდა ამისა, განცხადებებისა და კორესპონდენციების მიღება/გაცემა მატერიალური სახით საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შესაძლებელი იქნება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203