Teams-ის მარტივად გამოყენება მასწავლებლებისთვის: ყველაფერი, რაც ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად გჭირდებათ
05-04-2020
მასწავლებლებისთვის ვებინარი ჩატარდა. მისი თემა იყო Microsoft Teams-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.
ვებინარი EMIS-ის სისტემური ადმინისტრატორი ვანო ნარიმანიძემ ჩაატარა, სადაც ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენება ახსნა, რომელიც საჭიროა დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად.
Teams-ი მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცესს და საშუალებას გვაძლევს:
• ჩავატაროთ ვიდეო გაკვეთილები და შევინახოთ მათი ჩანაწერები;
• მოვამზადოთ დავალელები;
• თემები განვიხილოთ ჯგუფურად;
• სამუშაო ფაილები გავუზიაროთ ჯგუფის წევრებს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პირველ ონლაინ შეხვედრას 700 მასწავლებელი დაესწრო. მათთვის კი ვინც ვერ მოახერხა ონალინ ტრენინგის გავლა, სრული ვიდეო გამოქვეყნდა.