„განახევრდეს ან გაუქმდეს სრულად 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი“,- აღნიშნული მოთხოვნით სტუდენტებმა პეტიცია შექმნეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეაგირებისთვის მიმართავენ.
პეტიციაში რომელსაც ხელს ამ დროისთვის 4600-ზე მეტი სტუდენტი აწერს, აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გამო სტუდენტები ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან, შესაბამისად სამინისტროს სთხოვენ შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, რომელიც სტუდენტებსაც დაეხმარება.
„ახალი ვირუსი COVID-19-ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში.