მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვონული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამა eTwinning Plus-ს ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. eTwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ ბმულზე, დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
გთავაზობთ, რეგისტრაციის პროცესს:
ნაბიჯი N1:
რეგისტრაციის დასაწყებად მომხმარებელი უნდა შევიდეს eTwinning-ის პორტალზე https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკოს ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვეს ბმულს don’t have an account? Get started , პირველ ეტაპზე მომხმარებელი გადავა წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას.
ამის შემდგომ, მომხმარებელი მიიღებს ელ. ფოსტაზე სარეგისტრაციო ბმულს. ბმულზე გადასვლის შემდეგ ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) about your school 2) about yourself 3) Twinning preference 4) Preview & validation
ნაბიჯი N2: about your school
მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სკოლის სახელწოდება სრულყოფილად.
სკოლის საძიებო ველში მიუთითეთ რეგიონი და ქალაქი. თუ თქვენთვის სასურველი სკოლა არ იქნება ჩამონათვალში, გამოჩნდება ფანჯარა ‘Add a new school’ და მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს ინფორმაცია სკოლის შესახებ.
ნაბიჯი N3
მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, რა როლი აქვს სკოლაში, რომელ საგანს ასწავლის, რომელ ენებს ფლობს და ა.შ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როდესაც დაიწყებთ Twinning preferences -ის შევსებას, სადაც იქნებ შემდეგი ფანჯარა : Briefly describe yourself (interests, why you registered in eTwinning, etc.). ამ ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, რათა ადვილად მოხდეს თქვენი იდენტიფიკაცია.
ნაბიჯი N4 Preview and Validation
ეს არის ბოლო ეტაპი, Submit ღილაკზე დაკლიკებით მიიღებთ შეტყობინებას მეილზე რეგისტრაციის შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია გაუქმდება, თუ :