აკადემიურ წლად გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მორიგი განცხადება გააკეთა
06-04-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური წლად გამოცხადება არ დასჭირდეს.

გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ ონლაინ სწავლების მოდელი და „ტელესკოლა“ ის პროექტებია, რომელიც განათლების სისტემას საშუალებას მისცემს ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დაძლიოს.

„ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203