ერგეს სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
28-07-2017
16-19 ივლისს ქუთაისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში (ატაცი). 

ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ერგეს სკოლის მოსწავლეებმა. II ადგილზე გავიდა მეათეკლასელი მალხაზ გორგოშაძე და ფულადი პრიზით 1200 ლარით დაჯილდოვდა. III ადგილი მეშვიდეკლასელმა მურმან თედორაძე დაიკავა, მას 800 ლარი გადაეცა. IV ადგილზე მესამეკლასელი საბა ქავთარაძე გავიდა. 

მწვრთნელი ერგეს სკოლის სპორტის პედაგოგი ქაზიმ ქავთარაძე. გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს სიგელები, მედლები და ფულადი პრიზები გადასცეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203