ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების შეფასების წესი იცვლება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
იმის მიუხედავად, რომ მონიტორინგის სამმართველოს უფროსი კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, etaloni.ge-ს ზოგად ინფორმაციას მაინც უმხელს და აღნიშნავს, რომ 2019-2020 წლის მედალოსნობის კანდიდატები განსხვავებულად შეფასდებიან, რაც შესაძლოა მომავალშიც, მედლების გაცემის ცვლილების საფუძველი გახდეს.
„ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. მოსწავლეების შეფასების პრინციპი წელს განხვავებული იქნება, შესაბამისად მედალოსნების კანდიდატებიც განსხვავებულად შეფასდებიან, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს იმისაც, რომ შემდგომში პროგრამაში გარკვეული ცვლილებების საფუძველიც გახდეს, რაც სკოლებსაც ეცნობებათ“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.