თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო აღსაზრდელებისთვის დისტანციურ აქტივობებს არ განახორციელებს. ამის შესახებ etaloni.ge-ს სააგენტოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
ჩვენ მათ შემდეგი კითხვებით მივმართეთ: უნდა ელოდნენ თუ არა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მშობლები გარკვეულ ონლაინ აქტივობებს და როგორია სააგენტოს გეგმა? - ამის საპასუხოდ უწყებამ განგვიმარტა, რომ აღსაზრდელებისთვის ონლაინ სწავლება დღის წესრიგში არ დგას.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2 მარტიდან სკოლებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეწყდა.