წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღნიშნავს. როგორც წესი, საადღგომოდ უქმე დღეებში სკოლები ისვენებენ. ახლა კი კორონავირუსის პანდემიის გამო სულ სხვა ვითარებაში აღმოვჩნდით. გაკვეთილები სკოლების ნაცვლად, ვირტუალურ საკლასო ოთახებში ონლაინ ტარდება. საინტერესოა, შეეხება თუ არა ამ ფორმატსაც უქმე დღეები და შეჩერდება თუ არა სწავლა სადღესასწაულო დღეებში.
აღდგომის არდადეგებამდე ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა -
დაისვენებენ თუ არა დიდ ხუთშაბათს სკოლები? - ამ შემთხვევაში პასუხი ცალსახა და მკაფიოა. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხუთშაბათი ოფიციალური დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, არც ონლაინ სწავლება შეჩერდება ამ დღეს.
რაც შეეხება, ზოგადად,
სადღესასწაულო უქმე დღეებს, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ოფიციალურ დასვენების დღეები, ყველასთვისაა, შესაბამისად, მოსწავლეებიც და მასწავლებლები ახლაც ისევე ისარგებლებენ უქმე დღეებით, როგორც სასწავლო პროცესის პერიოდში სარგებლობდნენ.