გორელოვკის #1 საჯარო სკოლამ, 2016 წლის მარტის თვეში, აქცია, "გავუფრთხილდეთ ტყეს!", ჩაატარა.
ტყის დასაცავად, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით მოაწყვეს ღონისძიება.
მათ ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ, რა სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის ტყეს და ტყეების გაჩეხვამ როგორი ეკოლოგიური ცვლილებები და ბუნებრივი კატაკლიზმები შეიძლება გამოიწვიოს.
მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებს მოუწოდეს, გაუფრთხილდნენ და დაიცვან ტყე.
აქციის ბოლოს მათ თავიანთი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღბეჭდეს სურათებზე.
იხილეთ ფოტოები