90-იდან 90 ქულა - ლანჩხუთის მესამე სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს
02-08-2017
ლანჩხუთის მესამე სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს. 

გაიცანით მედალოსანი მოსწავლეები, რომლებმაც ინგლისური ენის გამოცდაზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს: 
  

მარიამ გურგენაძე - 90-იდან 90 ქულა.   
ქეთევან ჩიკაშუა - 85 ქულა.   
ეთუნა ქურიძე - 85 ქულა.  
გიორგი ლომაძე - 79 ქულა.   

როგორც ლანჩხუთის მესამე სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი აღნიშნავს, ენთუზიაზმი, მოტივაცია, მიზანი, შრომა, პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარში დგომა თანხვედრაში მოდის და ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რაც შეიძლება ეფექტურად და ხარისხიანად გაკეთდეს საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს შემდგომი საქმიანობისთვის:

''ჩვენთვის, მესამე სკოლელებისათვის სწორედ ეს არის მიზანიც, შედეგიც და სტიმულიც!  გილოცავთ ბავშვებო! მშობლებო! პედაგოგებო! წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203