''მევიცი - MEVICI''- აწყურის სკოლის საზაფხულო სკოლა საინტერესო აქტივობებით
03-08-2017

3 ივლისიდან 9 ივლისამდე აწყურის სკოლაში მიმდინარეობდა საზაფხულო სკოლა ''მევიცი - MEVICI'' შემდეგი თემატიკით:

1. ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებები;

2. ბავშვთა შრომა და სკოლის მიტოვება;

3. რა გავლენას ახდენს მოზარდზე ნაადრევი ქორწინება;

4. განათლების მიღების რა შესაძლებლობები არსებობს რეგიონსა და ქვეყანაში

საზაფხულო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ჩატარდა: დისკუსიები, მინი ლექციები, როლური თამაშები, შეხვედრები ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან, ფილმების ჩვენება-განხილვა, სპორტული სახალისო აქტივობები და შემეცნებითი თამაშები. პროექტით გათვალისწინებული ყველა საკითხი ამომწურავად და საინტერესოდ განხორციელდა. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე შექმნეს ბუკლეტები და გაავრცელეს მოსახლეობაში. 

საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო აქტივობები: ექსკურსია საფარაში და სტუმრობა საზოგადოებრივ კოლეჯ ''ოპიზარში'', სადაც მოსწავლეები გაეცნენ განათლების მიღების შესაძლებლობებს რეგიონში. პროექტის დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203