მანდატურები საკარანტინო ზონების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ
13-04-2020

საგანმანთლებლო დაწესებულების მანდატურები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრის უსაფრხოებას დაიცავენ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობით, თავად მანდატურების სურვილის საფუძველზე, აღნიშნული  სამსახურის კვალიფიციური კადრები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის განახლებამდე, მანდატურები სახელმწიფოს დაეხმარებიან და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: საკარანტინე ზონა, ცხელ ხაზზე დახმარება თუ მოხუცების საკვებით მომარაგება? - სად აპირებენ მანდატურების დასაქმებას?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203