ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები თვითიზოლაციის პერიოდში დროს უქმად არ კარგავენ და საინტერესო ნახატებს ქმნიან.
ამჯერად, მე-5 კლასელმა დათო მეზურნიშვილმა სააღდგომო ნატურმორტი დახატა, რომელმაც სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო