თბილისსა და 3 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება - საგანგებო მდგომარეობა კი 10 მაისამდე გახანგრძლივდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალოს. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 აპრილიდან 21:00 საათიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის მოძრაობა, შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით.
ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
იხილეთ ასევე: სწავლა კიდევ გადავადდება - როდემდე გახანგრძლივდება სასკოლო არდადეგები?