მასწავლებლთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ტესტირებაში მონაწილეობის სურვილს ყოველ წელს ათი ათასობით ადამიანი გამოთქვამს. გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს, რომელსაც გამოცდაზე გასვლის მსურველები სვამენ.
ვის შეუძლია მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა?
გამოცდაზე გასვლა შეუძლია, როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს, ასევე მასწავლებლობის მსურველს.
რა განათლება უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის მსურველს, რომ ტესტირებაზე დაუშვან?
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერი განათლების მქონე პირს, მთავარია, ფლობდეთ: ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.
აქვს თუ არა გამოცდაზე გასვლის უფლება პირს, რომელიც სწავლობს საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე?
დიახ. პირი, რომელიც სწავლობს საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, დაიშვება გამოცდაზე.
შეუძლია თუ არა მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირება სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე ადამიანს?
დიახ. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე ადამიანებსაც.
და რა თქმა უნდა, გამოცდაზე დარეგისტრირება შეუძლია მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
შეგახსენებთ, რომ გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველთათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.