როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღესასწაულზე თბილისსა და რეგიონებში - სააღდგომო დღეების დეტალური პროგნოზი
17-04-2020

19 აპრილს, აღდგომას, ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდენელი - სააღდგომო დღეების პროგნოზი etaloni.ge-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გააცნეს. 

„ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია, დაახლოებით +25 გრადუსამდე იქნება ჰაერის ტემპერატურა.  17 და 18 აპრილი აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექოდ ჩაივლის ტემპერატურა აქაც +25 გრადუსამდე აიწევს. დღეს როგორც ხედავთ ქარიანი ამინდია, თუმცა ხვალიდან ქარი აღარ იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.

რაც შეეხება, 19 აპრილის ცოტა ფუჭდება ამინდი დღისით. დასავლეთის რეგიონებში მცირე ნალექს ველოდებით. დაბლობში ტემპერატურა +22 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთში +24 გრადუსამდე იქნება სითბო, თუმცა ზოგიერთ რაიონში აქაც მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

20 აპრილს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე იქნება, ხოლო დასავლეთში ტემპერატურა +27 გრადუსამდე აიწევს.

დედაქალაქში 17 აპრილს გვაქვს +22 გრადუსი, 18 აპრილს +24 გრადუსი. 19 აპრილს, დილის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. 20 აპრილსაც + 23 გრადუსი გვაქვს და აქაც შესაძლებელია მცირე წვიმა იყოს“, - განაცხადა გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203