2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეს სიახლე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას შეეხება და დღეის მონაცემებით, კიდევ ოთხმა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია. ეს პროგრამებია:
ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - სტომატოლოგია შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი - მედიცინა შპს - საქართველოს უნივერსიტეტი - მათემატიკასსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიაცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდე
გახანგრძლივდა. გამოცდის თარიღსა და ფორმატზე ცვლილებები ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.