საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე.
"პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე, გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. მანამდე კი, 31 მარტიდან საქართველოში სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.
იხილეთ ასევე: სკოლაში სწავლა 22 მაისამდე არ დაიწყება - მთავარობა ახალ გადაწყვეტილებას იღებს