ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებისთვის მთავარი საზრუნავი გრანტის მიღება ხდება. ჩარიცხვის სიების გამოქვეყნებამდე აბიტურიენტები და მათი ოჯახის წევრები საკუთარ გამოთვლებსაც კი აწარმოებენ - ეყოფათ თუ არა მიღებული ქულა სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების საფუძველზე ხდება. თუმცა არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც შედეგების მიუხედავად აპლიკანტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა.
გთავაზობთ, იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
აქვე აღვნიშნავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.
ცნობისთვის, აპლიკანტებს შეუძლიათ 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები მოიპოვონ.