პრემიერ-მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნის თარიღი დაასახელა
24-04-2020
საგანმანათლებლო დაწესებულებები მეექვსე ეტაპზე გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

„მეექვსე ეტაპზე გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა“ - აღნიშნა გახარიამ. 

როგორც პრემიერმა განმარტა, რეგულაციების შემსუბუქების პირველი ეტაპი 27 აპრილიდან იწყება და ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა ორ კვირიანი ინტერვალით მოხდება. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ სწავლის დაწყება ივლისის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სასწავლო წელი არ გახანგრძლივდა, ამ დროისთვის სწავლა უკვე დასრულებული იქნება. ამიტომ, ბუნდოვანია, რა იგულისხმება ამ რეგულაციის მოხსნის მიღმა.

მოგვიანებით, პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლაში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება და არც აკადემიური წელი გამოცხადდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203