კერძო სკოლის მშობლები ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას, ვინაიდან მათ დაკარგეს სამსახური და შემოსავალის გარეშე დარჩნენ, მაშინ როცა სკოლები მოითხოვენ იგივე თანხის გადახდას, რომელსაც აქამდე იხდიდნენ, ხომ არ აპირებს სახელმწიფო მათთვის შეღავათს გაკეთებას - აღნიშნული კითხვით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტმა მიმართა.
„ყველა მიმართულებით ვეხმარებით სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს, ამიტომ დავამატეთ ამ ჯგუფებში მრავალშვილიანი ოჯახები და ა.შ. ასეთ დაკონკრეტებას კერძო სკოლებთან დაკავშირებით ახლა ჩვენ ვერ შევძლებთ და ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩვენი მხარიდან“, - განაცხადა გახარიამ.