რეკომენდირებულია თუ არა აბიტურიენტებისთვის რამდენიმე საათით დახურულ სივრცეში მოთავსება და რა გეგმაზე მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროსთან ერთად?! - აღნიშნულ საკითხებზე დაავადებათა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს ისაუბრა.
„განათლების სამინისტროსთან, ერთად ვმსჯელობთ, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად როგორ იქნებიან ის ადამიანები დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ. მართლაც, აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის, თუ დღესასწაულის აღნიშნვა, შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში და მე თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, - განაცხადა ზახაშვილმა.