როგორ  მოიპოვებთ დაფინანებასა და გრანტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
28-04-2020

2020 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარს შეადგენს.

KIU-ში სახელმწიფო სასწავლო გრანტის გარდა არაერთი შიდა სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამა მოქმედებს, რომელთა შესახებაც დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ:

KIU სტუდენტური გრანტების ფონდიდან სტუდენტებმა შესაძლებელია მოიპოვონ:

1) თანხა KIU-ში სწავლის საფასურის დაფარვისთვის - 1125 ლარი სემესტრში;

2) თანხა KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების საფასურის დაფარვისთვის - 250 ლარი თვეში;

3) KIU-ს სტიპენდია - 200-400 ლარი თვეში. თანხა ჩაირიცხება ყოველთვიურად სტუდენტის სადებეტო/საკრედიტო ბარათზე;

4) KIU ბარათი (კვების დაფინანსება) - 100 ლარი თვეში. KIU-ს კამპუსზე არსებულ მაღაზიაში, კაფეტერიაში, საკვები და გამაგრილებელი სასმელის აპარატებში გამოყენებისთვის.

სტუდენტებს, სწავლისა და საფხოვრებლის საფასურისთვის გრანტის მოპოვება, ასევე სტიპენდიის და KIU ბარათის მოსაპოველბლად შეუძლიათ, შემდეგი სტიპენდიების მოპოვება:

  • რექტორის სტიპენდია;
  • საფაკულტეტო სტიპენდია;
  • საუნივერსიტეტო სტიპენდია;
  • აკადემიური მიღწევების გრანტების პროგრამა;
  • სოციალური გრანტების პროგრამა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი ზემოაღნიშნული სტიპენდიების თუ გრანტების მოსაპოვებლად? - Etaloni.ge გთავაზობთ, დეტალურ ინფორმაციას.

KIU რექტორის სტიპენდიას მოიპოვებს:

  1. მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები (I ადგილი/ოქროს მედალი);
  2. ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით;
  3. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდაში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი;
  4. სხვა გამორჩეული შედეგების და საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტი.

KIU საფაკულტეტო სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შესაბამის ფაკულტეტის/სკოლის საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის მესამე სემესტრიდან (სწავლის მეორე წლიდან).

KIU საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის სტუდენტებისათვის:

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საუკეთესო 1-100 სტუდენტი სავალდებულო საგნებში (მათ შორის მათემატიკაში) მიღებული აბსოლუტური ქულით რანჟირებული სიის მიხედვით;
  2. სტუდენტები საშუალო განათლების ოქროს მედლით და 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
  3. სტუდენტები საშუალო განათლების ვერცხლის მედლით და 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
  4. მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეები

KIU აკადემიური მიღწევების გრანტების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდნენ:

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საუკეთესო 1-100 სტუდენტი სავალდებულო საგნებში (მათ შორის მათემატიკაში) მიღებული აბსოლუტური ქულით რანჟირებული სიის მიხედვით - დაფინანსების ოდენობა: კამპუსი 100%, KIU სტიპენდია;
  2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საუკეთესო 101-200 სტუდენტი სავალდებულო საგნებში (მათ შორის მათემატიკაში) მიღებული აბსოლუტური ქულით რანჟირებული სიის მიხედვით -დაფინანსების ოდენობა: კამპუსი 100%;
  3. ერთიანი ეროვნული გამოცდების საუკეთესო 201-300 სტუდენტი სავალდებულო საგნებში (მათ შორის მათემატიკაში) მიღებული აბსოლუტური ქულით რანჟირებული სიის მიხედვით - დაფინანსების ოდენობა: კამპუსი 50%;
  4. სტუდენტები საშუალო განათლების ოქროს მედლით და 100% გრანტით - დაფინანსების ოდენობა: კამპუსი 100%, KIU სტიპენდია;
  5. სტუდენტები საშუალო განათლების ვერცხლის მედლით და 100% გრანტით - დაფინანსების ოდენობა: კამპუსი 50%, KIU სტიპენდია;
  6. მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ გამარჯვებულები - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%;
  7. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%;
  8. მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები (I, II და III ადგილი) - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 50%;
  9. მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეები - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 50%, KIU სტიპენდია.

KIU სოციალური გრანტების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდნენ:

სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%, KIU ბარათი;

  1. სტუდენტები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%;
  2. სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%;
  3. სტუდენტები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 75%;
  4. სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 50%, კამპუსი 50%;
  5. სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 50%, კამპუსი 100%;
  6. სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე - დაფინანსების ოდენობა: სწავლა 50%, კამპუსი 100%, KIU ბარათი.

სტიპენდიების შესახებ მეტი დეტალის სანახავად გადადით ბმულზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ KIU - ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203