ჩატარდება თუ არა ტესტირება მე-4 და მე-6 კლასებში სასწავლო წლის ბოლოს?
01-05-2020

განმავითარებელი შეფასების ტესტირებამ, რომელიც მე-4-6 კლასებში უნდა ჩატარებულიყო გაურკვეველი ვადით გადაიწია.

როგორც etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პილოტირების მეორე ეტაპი მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პროექტის ჩატარების თარიღი გადავადდა.

„პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ 2020 წელს ტესტირებისა და პილოტირების რეჟიმში მიმდინარეობს - ასე იყო დაგეგმილი თავიდანვე. პირველი აპრობაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თებერვალში ჩაატარა. მოხდა დავალებებისა და ელექტრონული პლატფორმის წარმატებით გამოცდა 60-მდე საჯარო სკოლაში. მე-2 პილოტირება დაგეგმილი იყო მაისში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტის პილოტირების ჩატარების თარიღმა გადაიწია და ის მოგვიანებით გახდება ცნობილი“- განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

ცნობისთვის, განმავითარებელი შეფასების ფორმატი უკვე დაიტესტა მე-5-7 კლასის მოსწავლეებში. სასწავლო წლის ბოლოსთვის კი აღნიშნული ტესტირება უკვე უშუალოდ  მე-4-6 კლასებში უნდა ჩატარებულიყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს განმავითარებელი ტესტირება მე-10 კლასშიც უნდა ჩატარდეს.

როგორც ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ამბობდა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო განათლების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვინაიდან განმავითარებელი შეფასება განათლების მიღების საწყის ეტაპზევე გამოავლენდა იმ საკითხებს რომლის ათვისებაც უჭირდათ მოსწავლეებს და განათლების სამინისტროსა და სკოლას თავიდანვე ექნებოდა შესაძლებლობა თვალყური ედევნა და მეტი დახმარება აღმოეჩინა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ამის საჭიროება ექნებოდათ. 

იხილეთ ასევე: რატომ უტარდებათ ტესტირება V-VII კლასელებს მე-4 და მე-6 კლასების ნაცვლად? - აპრობაცია თებერვლის ბოლოს ჩატარდება

მე-4 და მე-6 კლასში ტესტები ელექტრონული იქნება, მე-10 კლასში კი ტესტირება 2021 წლიდან ჩატარდება - სოფიო გორგოძე სკოლის გამოცდებზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203