ვინ უნდა წარადგინოს გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ ფორმა №100 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში?
30-04-2020

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა გაახანგრძლივა.

აღნიშნულმა ინფორმაციამ გამოცდაზე გასვლის მსურველებში გარკვეული დაბნეულობა გამოწვია და არაერთმა მათგანმა მოგვმართა კითხვით: ვინ უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა გამოცდებზე რეგისტრაციისას. დაინტერესებულ პირების საპასუხოდ, etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით გთავაზობთ ინფორმაციას: 

იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაზე აპლიკანტები საჭიროებენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას და რეგისტრაციისას მონიშნული აქვთ (ან მონიშნავენ) შესაბამისი გრაფა, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ ცნობა (ფორმა 100) 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად  30 აპრილის 18:00 საათზე იწურება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ აპლიკანტები გამოცდაზე დარეგისტრირებას ვეღარ შეძლებენ.

იხილეთ ასევე: „ნაეკი“ მასწავლებლებისა და ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - რისი ვადა გახანგრძლივდა?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203