"შემოქმედი რეინჯერები" – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც სერგეი მესხის სახელობის რიონის საჯარო სკოლის მე–6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მარინა ჩაჩხიანთან, ერთად განახორციელეს.
10 მეექვსეკლასელისგან შემდგარმა ჯგუფმა, გიორგი მამრიკიშვილის თაოსნობით მეორადი გამოყენების ფურცლებისაგან თავიანთი ხელით შექმნეს ცხოველთა და ქვეწარმავალთა ფიგურები, რომლებიც განათავსეს "ზოოპარკის" სივრცეში.
მზიან ზოოპარკს დამცველად კი რეინჯერები მიუჩინეს, რომლებიც ვერტმფრენიდანაც კი აკონტროლებენ სივრცეს.
ახლადშექმნილ ზოოპარკს ინტერესიანი დამთვალიერებელი არ მოკლებია.
იხ. ფოტოები