თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში ცვლილება შევიდა
05-05-2020
2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესი გამარტივდება. 

„სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: kidsreg2020@gmail.com“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება - იხილეთ რეგისტრაციის ეტაპები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203