განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი რეცენზირების პირველი ეტაპი დასრულდა.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, გრიფირების პროცესში მონაწილე ყველა განმცხადებელს გადაეგზავნა რეცენზირების პირველი ეტაპის შედეგები. შედეგების სანახავად განმცხადებელი უნდა ეწვიოს პირად გვერდს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში grifireba.emis.ge.
შინაარსობრივი რეცენზირების პირველი ეტაპის შედეგებისა და შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფების მიერ გაცემულ რეცენზიებზე სააპელაციო კომისიაში საჩივრის წარდგენის ბოლო ვადაა 13 მაისის 24:00 საათი“,- აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების განცხადებით სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ ტრენანგი ჩატარდება.
„2020 წლის 06 მაისს 19:00 საათზე Microsoft Teams-ის მეშვეობით ჩატარდება ონლაინ ტრენინგი სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგს ჩაატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების სამსახურის უფროსი ნინო თოდუა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში