მასწავლებლების და აბიტურიენტების საყურადღებოდ - რა შემთხვევაში დაიბრუნებთ სრულად ზედმეტად გადახდილ თანხას?
2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
განცხადებას უნდა დაერთოს:
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა).
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
გაითვალისწინეთ! საფასური სრულად ბრუნდება:
- თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ან 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
- თუ პირი არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე;
- თუ მასწავლებლობის მსურველი არ დარეგისტრირდა დადგენილ ვადებში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღებაზე.
- თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
- თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.