ვანის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკელი მოხალისე საზაფხულო ბანაკს მოაწყობს
23-08-2017
ვანის N2 სკოლაში ''მშვიდობის კორპუსის'' მოხალისე Matt Mitchell ჩამოვიდა. ჩიკაგოელი სტუმარი სკოლაში 2 წელი იქნება და მასწავლებელებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლის. 

სწავლება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით განხორციელდება. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტით, აქტივობითა და თამაშით ისწავლიან ინგლისურ ენას.

ამ ეტაპზე დაგეგმილია საზაფხულო ბანაკის მოწყობა. როგორც ვანის N2 სკოლის დირექტორმა თეონა ადეიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბანაკი სპორტულ-შემეცნებითი ხასიათის იქნება:

''მოსწავლეები თამაშით ისწავლიან ინგლისურ ენას. ისინი დაიყოფიან ჯგუფებად, წარმოადგნენ სხვადასხვა ქვეყანას თავისი დროშით, ჰიმნით, ტრადიციებით. შემდეგ შეეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში, მოაწყობენ ლაშქრობებს და ამ პერიოდში ისწავლიან ყველა იმ სიტყვას, რომელიც აუცილებელია. წინ უდიდესი სიახლეები გველოდება,'' - აღნიშნა თეონა ადეიშვილმა.

ინგლისური ენის სასწავლებლად უცხოელი მოხალისეები საქართველოში ''მშვიდობის კორპუსის'' დახმარებით ჩამოდიან. პროექტი ''ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' 2010 წლიდან ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი მოხალისეები ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობენ ქართველ პედაგოგებთან ერთად სკოლებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203