საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება - სააგენტო მიზეზს განმარტავს
18-05-2020
წელს საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია არ გამოცხადდება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ etaloni.ge-სთან განმარტა, ამის მიზეზი პანდემია გახდა.  

მათივე ცნობით, სექტემბრამდე ბაღების ფუნქციონირება არ განახლდება.

ცნობისთვის, საზაფხულო ბაღებზე რეგისტრაცია მაისის შუა რიცხვებისთვის ცხადდებოდა და აღსაზრდელებს ივლისში შეეძლოთ ბაღში სიარული. აღნიშნულ მომსახურეობას დაახლოებით 40-მდე ბაღი ახორციელებდა, ხოლო საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 13 ათასამდე აღსაზრდელს შეეძლო. 

აღსანიშნავია, რომ ახალი 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 12 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება; მეორე ეტაპი კი 19 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება. 

იხილეთ ასევე: საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება - იხილეთ რეგისტრაციის ეტაპები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203