შეფასების ალტერნატიული მეთოდები ელექტრონულ სწავლებაში
04-06-2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავა დამხმარე დოკუმენტები, ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასების ალტერნატიული მეთოდებთან დაკავშირებით.

ცენტრის განმარტებით დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები იმ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებაც დაწესებულებებს დაეხმარება ელექტრონული სწავლების პერიოდში განათლების ხარისხის შენარჩუნებაში. დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე -  რჩევები ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
 
შეფასების ალტერნატიული მეთოდები ელექტრონულ სწავლებაში
 
საგანგებო მდგომარეობის გამო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ტრადიციული ფორმიდან ელექტრნული სწავლების ფორმატზეგადავიდნენ. ეს შესაძლოა მრავალი ინსტიტუციისათვის იყოს გამოწვევა, როგორცრესუსრსების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე,

ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რაც მათ დაეხმარებათ შეინარჩუნონ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ხარისხი და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომები, ელექტრონულ ფორმატში განხორციელებულ სტუდენტთა შეფასებებში.

რეკომენდაციების სანახავად გადადით ბმულზეშეფასების ალტერნატიული მეთოდები ელექტრონულ სწავლებაში. 

დოკუმენტში განხილულია:

  • შეფასების ალტერნატიული მეთოდების შემუშავების პრინციპები;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის რისკების შემცირება ელექტრონული შეფასების მეთოდებში;
  • შეფასების სხვადასხვა ელექტრონული ფორმები;
  • საერთაშორისო ვებინარები ელექტრონული შეფასების საკითხებზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203