შეცდომები, რომელთა გამოც აბიტურიენტები უნივერისტეტში ვერ ხვდებიან - რა უნდა იცოდეთ პროგრამების არჩევისას?
03-06-2020

არცთუ ისე იშვიათია, როცა აბიტურიენტების ნაწილი ბარიერის გადალახვისა და საშუალოზე მაღალი ქულების მიღების შემთხვევაშიც ვერ ირიცხება უნივერისტეტში - ამის მიზეზი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომაა, რომელსაც აპლიკანტები სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას არ ითვალისწინებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელსაც აბიტურიენტების ნაწილი უშვებს არის, პროგრამების მცირე ჩამონათვალი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის მთავარი რჩევაა, აირჩიოთ ბევრი პროგრამა.

„ზოგჯერ, აბიტურიენტი ირჩევს 2-3 პროგრამას ორ-სამ უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან უნდა. ამ დროს, აღმოჩნდება, რომ იქ საკმაოდ მაღალი კონკურსია - ამ აბიტურიენტმა მიიღო კარგი ქულები, თუმცა, იმ პროგრამაზე არ ეყო. ასეთ შემთხვევაში, ეს აბიტურიენტი რჩება გარეთ", - აღნიშნავს სოფიო გორგოძე.

Etaloni.ge ასევე გირჩევთ, რას უნდა მიაქციოთ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება.

პროგრამები და სასურველი უნივერსიტეტები აბიტურიენტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცნობარში უნდა ნახონ. ამ დროს, მნიშვნელოვანია ცნობარში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინება, მათ შორის:

აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა - არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;

რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

ასევე, გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ შეზღუდული პროგრამების არჩევანში!

იხილეთ ასევე: მთავარი რეკომენდაცია აბიტურიენტებს სოფიო გორგოძისგან - „აირჩიონ ბევრი პროგრამა, რადგან შეიძლება შემდგომ ინანონ“

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების დრო ცნობილია - რას ურჩევს „​ნაეკი“​ აბიტურიენტებს პროგრამების არჩევისას?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203