„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 1 ივნისს აღარ ამოქმედდება - პარლამენტმა ვადა 4 თვით გადაწია
13-05-2020

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების ვადამ 1 სექტემბრამდე გადაიწია - აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წამოაყენა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სოფიო კილაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვებმა, ტრენინგების პრაქტიკული ნაწილის განხორციელება შეუძლებელი გახადა და სწორედ ამიტომ კოდექსის ამოქმედების 4 თვით გადავადება ითხოვა.

„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ კოდექსი პირველი ივნისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით კოდექსის მიდგომა არის ის, რომ ბავშვთან არც ერთმა ისეთმა ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატარეთ ტრენინგები, თუმცა ამ ტრენინგებს ჰქონდა პრაქტიკული ნაწილი, რომლის განხორციელებაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო არსებული შეზღუდვების  გამო, რომელიც ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული.

ამიტომ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ პანდემიის გამო, პირველი ივნისის ნაცვლად პირველ სექტემბერს ავამოქმედოთ ბავშვის უფლებათა კოდექსი. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოება გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას“, - განცხადა სოფიო კილაძემ.

იხილეთ ასევე: პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

რა სახის ჯარიმები დაწესდება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დარღვევისთვის

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203