აპირებს თუ არა სახელმწიფო მასწავლებლების ფინანსურ წახალისებას დისტანციურად გაწეული შრომისთვის?
13-05-2020

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ექიმებთან ერთად, მასწავლებლებიც გმირები არიან, რადგან პანდემიის დროს, ყველასთვის სტრესულ ვითარებაში, ფარ-ხმალი არ დაყარეს, დღე და ღამე გაასწორეს, შეუძლებელი შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადებულიყო. შემდეგ ახალი სასწავლო წელიც, დაწყებიდან მალევე დისტანციურად გააგრძელეს და გაწეული შრომისთვის ახალი მოწვევის პარლამენტის პრიბუნიდანაც მიიღეს მადლობა. 

არავინ დავობს, რომ ჩვენი ქვეყნის პედაგოგები, ექიმებთან ერთად, მართლაც იმსახურებენ მადლიერების ტაშს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ აპლოდისმენტებით ვერავინ ისაზრდოებს, მით უმეტეს, იმ ეკონომიკური კრიზისისას, რომელიც უხილავ მტერთან ბრძოლაში შეიქმნა.

კულუარულად გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო იმ პედაგოგებს წაახალისებდა, ვინც წარმატებით დაძლია დისტანციური სწავლების „თავისებურებანი“. კონკრეტულად რა სახის წახალისებაზე იყო საუბარი, რთულია განსაზღვრა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ეს იქნებოდა პრემიები ან სახელფასო დანამატი, რომელსაც სახელმწიფო პედაგოგებზე გასცემდა.

Etaloni.ge-მ ამის გარკვევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე სცადა, სადაც მოკლე და კონკრეტული პასუხი მივიღეთ - ამ ეტაპზე, მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატის გაცემის საკითხი არ განიხილება!

ჯერჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს და როგორც ჩანს, საქართველოს ამაგდარი პედაგოგებისადმი მადლიერების გამოხატვა, ისევ და ისევ, მხოლოდ ტაშით მოგვიწევს. თუმცა შესაძლოა, სასწავლო წლის დასრულებამდე სასიამოვნო სიახლეებიც კი გავიგოთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203