პედაგოგების საყურადღებოდ! - მასწავლებლის სახლის გაფრთხილება ტრენინგებსა და კრედიტქულებზე
13-05-2020
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და პედაგოგებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

მასწავლებლის სახლის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ, სადაც მთავარ პარტნიორად „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ არის მითითებული, ხოლო ტრენინგის მონაწილეებს კურსის დასრულების შემდეგ კრედიტქულის მიღებას ჰპირდება.

როგორც მასწავლებლის სახლი წერს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ უწევს, ქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდსა და facebook-ში.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 ( 4708)
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203