უმაღლესი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები დადგინდა
14-05-2020
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები განისაზღვრა.
ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად 2020 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა;
სამართლის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად 2021 წლის 15 მარტი განისაზღვრა;
მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად კი 2021 წლის 15 მარტი დასახელდა.