განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ წლიური შეფასება ახალი მოდელით მოხდება. მე-12 და მე-9 კლასელებს კი საგნის წლიური ქულის ამაღლების საშუალება წელსვე ექნებათ.
„XII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და IX კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ სისტემიდან გასვლა, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ 21-დან 29 მაისის ჩათვლით და კონკრეტულ საგანში ნიშნის ამაღლების სურვილი დააფიქსირონ. სკოლის ადმინისტრაცია მათ 19 ივნისამდე მისცემს კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც ისინი საბოლოოდ შეფასდებიან. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს კომპლექსური დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.
რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და სურთ წლიური ქულის ამაღლება, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას 16-დან 30 ივნისის ჩათვლით მიმართონ და კონკრეტულ საგანში შეფასება გაიუმჯობესონ. ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მათ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიეცემათ“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: წლიური ნიშნის დაწერის სქემა იცვლება - მინისტრი დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე
როგორ გამოთვლის მასწავლებელი წლიურ ნიშანს მეხუთე კლასელებისთვის, რომლებიც განმსაზღვრელ შეფასებაზე უნდა გადასულიყვნენ