რა ტიპის გამოცდები გაუქმდა საჯარო სკოლებში ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით?
22-05-2020
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლებში გამოცდების ნაწილი გაუქმებულია. აღნიშნულს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, კანონში აღნიშნულია, რის მიხედვით იქნება განსაზღვრული მე-12 კლასელებისთვის ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადები.

ამასთან, კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას გამოცდა ჩაატარონ თუ არა და რა ფორმით.

„გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტი (გარდა ექსტერნატის გამოცდისა) და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 2019-2020 სასწავლო წელს გაუქმდება; ხოლო კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით და ირჩევენ გამოცდის ჩატარების ფორმას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის №132 ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული XII კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ფორმატი და ექსტერნად რეგისტრაციის/გამოცდების ჩატარებისთვის დადგენილი ვადები დაზუსტდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად“ - წერია ბრძანებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;
ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
გ) საშემოდგომო გამოცდა;
დ) ექსტერნატის გამოცდა;
ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.

იხილეთ ასევე: გამოიცა ახალი ბრძანება წლიური შეფასების შესახებ - ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203