პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით, სპეციალურ პროგრამაში ინფორმაციის ასასახად კონკრეტული ვადები განისაზღვრა.
ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.
„2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში ინფორმაციის ასახვის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 14 მაისიდან 2020 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
იხილეთ ასევე: რა წერია პროფესიულ განათლებაზე ანტიკრიზისულ გეგმაში? - სწავლა რეგულაციების შემსუბუქების IV ეტაპზე აღდგება