განათლების მინისტრის კიდევ ერთი განმარტება მასწავლებლებისთვის ახალ სქემაზე, რომელიც პანდემიის შემდეგაც დარჩება სკოლებში
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი განათლების წლიური შეფასების ახალ მოდელზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მიხეილ ჩხენკელი აზუსტებს, რომ განმავითარებელი შეფასება პანდემიის შემდეგაც დარჩება და ეს ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. „პრეზენტაციის დროს წარმოვადგინეთ საინტერესო სისტემა, ახალი იდეები შემოვიტანეთ საგანმანათლებლო სისტემაში, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე. სკოლებში იქნება ორნაირი შეფასება.
ერთია განმავითარებელი შეფასება, რომელიც დაინერგება ყველა კლასში და ეს სისტემა დარჩება პანდემიის შემდეგაც. პედაგოგიური თვალსაზრისით საინტერესო სისტემაა, თითოეული მასწავლებელი აფასებს წერილობითი ფორმით მოსწავლის აკადემიურ დინამიკას, სუსტ და ძლიერ მხარეებს. სიღრმისეულად იძლევა საშუალებას, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური აკადემიური გზა. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, უკუგების მნიშვნელოვანი ფორმაა, მნიშვნელოვანი მშობლისთვის და მასწავლებლისთვისაც. როდესაც შემდგომ კლასში გადავა, ყველა აკვირდება თითოეული მოსწავლის აკადემიურ ზრდას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგიური თვალსაზრისითაც.
პარალელურად იქნება ტრადიციული ნიშანიც. მაგრამ იქაც გვაქვს ნიუანსები, რაც შემოვიტანეთ პანდემიის პირობებში. წლიური ქულის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ეს შევცვალეთ სკოლებს და მათ შეეძლებათ მიიღოს გადაწვეტილება, რომელ სისტემას აირჩევს სკოლის სპფეციფიკიდან გამომდინარე“ - განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ:წლიური ნიშნის დაწერის სქემა იცვლება - მინისტრი დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე