აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტში ცვლილებები შევიდა
21-05-2020
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტში, 2020 წლის 20 მაისს გამოცემული ბრძანებით, ცვლილებები შევიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით, აღმზრდელისთვის მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები შეიცვალა.
ცვლილების მიხედვით, ახლა აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად პირს მიენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში/Higher Vocational Qualification in Preschool Education.
ცვლილებამდე აღნიშნული აღნიშნული პროგრამის გასვლის შემდგომ, პირს ენიჭებოდა მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში.