იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, რომლებმაც სასწავლო პროცესის შეჩერების გამო, ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეასრულონ.
აღნიშნულ ცვლილებას კანონი ითვალისწინებს, რომელიც განათლების მინისტრის, სწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ბრძანებაში შევიდა.
ამასთან, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა განიმარტა როგორც – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებულმა პირმა უნდა გაიაროს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა მოიცავს:
ა) აკადემიურ კურსს;
ბ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსს;
გ) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბრძანების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად და თუ წარმატებით ჩაბარებული აქვს ან წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას.