სწავლა შესაძლოა, მომავალ სასწავლო წელსაც დროებით შეჩერდეს
22-05-2020

სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტა შესაძლოა, მომავალ სასწავლო წელსაც გახდეს საჭირო - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა.


„ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხროვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება. ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღდუვები მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინების გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა - ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203