„მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები“-ზუგდიდელი პედაგოგის პოსტი მე-12 კლასელებზე, რომელზეც სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს
23-05-2020

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ხათუნა ქვარცხავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით სკოლის დისციპლინური კომიტეტი 24 მაისს იმსჯელებს. ქიმიის მასწავლებელმა სოციალურ ქსელში მე-12 კლასელებისა და მათი „ბოლო ზარის“ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ უხარია, რადგან მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არა მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, დიდ უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელისა და გვარის ხსენებაც მზარავს, თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 38-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ეს არის მთავარი და არა ვთქვათ, ქიმიისმცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში“, - დაწერა ხათუნა ქვარცხავამ.



ხათუნა ქვარცხავამ მოგვიანებით პოსტი წაშალა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203