წელს სკოლები ექსკურსიებზე ვერ წავლენ - რას გვპასუხობენ შსს-ში აქტუალურ კითხვაზე?
25-05-2020

გარკვეული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, ნელ-ნელა იხსნება და ახლა უკვე, როგორც გვითხრეს, 10-კაციანი თავყრილობებიც კი შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ლოგიკური კითხვა: შეეძლებათ თუ არა სკოლებს ექსკურსიების მოწყობა დაშვებული რეგულაციების ფარგლებში და რა თქმა უნდა, მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით?

ამ კითხვით etaloni.ge განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც საკითხზე პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ, ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ და უწყებაში კატეგორიულად გვიპასუხეს - „სასკოლო ექსკურსიები, თუნდაც კონკრეტული რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კატეგორიულად დაუშვებელია!“. 

ასე რომ, წელს მოსწავლეები ექსკურსიების გარეშეც დარჩნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203