ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალი სავარაუდოდ, ამ სასწავლო წელს აღარ ჩატარდება
03-06-2020

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტური სავარაუდოდ აღარ გაიმართება. როგორც ცნობილია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასწავლო ოლიმპიადის ფინალი კორონავირუსის პანდემიის გამო რამდეჯერმე გადადო და ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა ოლიმპიადის ჩატარებას. 

მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის გასარკვევად Etaloni.ge  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, რათა გაეგო, ამჯერად მაინც თუ არის ცნობილი ჩატარდება თუ არა წელს 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტური, თუმცა უწყებიდან კონკრეტული პასუხი არც ამჯერად მიგვიღია.

“ვმოქმედებთ რეკომენდაციების შესაბამისად. ეროვნული ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ისე სრულდება, რომ მოსწავლეები სკოლებში არ მიდიან, ხალხმრავალ ადგილები და თავშეყრა კვლავ არარეკომენდებულია, ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავიდან ბოლომდე ეროვნული გამოცდების ჩატარებაზეა მობილიზებული, დიდია იმის ალბათობა, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტური არ ჩატარდეს.

იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება 12 ივნისს დასრულდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203