სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დადგენილება გამოიცა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს
საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება - ეს იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის №322 დადგენილების მესამე მუხლია, რომელიც სასწავლო პროცესის განხორციელებას განსაზღვრავს. დადგენილება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით ამოქმედდა და ძალაში 15 ივლისამდეა.
ახალი დადგენილების თანახმად:1. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში).
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (ჩOVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
3. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე.
ასევე დაგაინტერესებთ:დირექტორის, მასწავლებლისა და მანდატურის ვალდებულებები კანონით განისაზღვრა - მთავრობის ახალი დადგენილება ამოქმედდა